top of page

როგორ დავიწყოთ სამსახური მარტივად და როგორ ავიყვანოთ კვალიფიციური პერსონალი სამსახურში

სამსახურის მაძიებლებისათვის და დამსაქმებელი კომპანიებისათვის

პერსონალის მომზადება წარმოებს უახლესი ტრენინგ-პროგრამების და მეთოდიკების საფუძველზე

  • კანდიდატების ანკეტების და ხელშეკრულების ფორმის ჩამოტვირთვა:

https://beststaff2080.blogspot.com/2019/05/blog-post.html 


მოგესალმებით და გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი თავი!


ჩვენ ვართ პირველი რეკრუტინგის სააგენტო (Jobs-Recruiting), რომელიც თვითონ არჩევს და ამზადებს დამსაქმებლებისათვის სპეციალისტებს!


დღეისათვის არსებული რეალობიდან გამომდინარე - სამსახურის მაძიებელი ბევრია, კვალიფიციური კადრი კი ცოტა.


ჩვენ შევუმსუბუქეთ კომპანიებს ისეთი პრობლემის გადაჭრა, რომელიც  კადრების შერჩევასთან, ტესტირებასა და მომზადებასთან არის დაკავშირებული.


ნებისმიერი კომპანიის HR-სამსახური, კადრების შერჩევის თვალსაზრისით, დაზოგავს დროს, ენერგიას და თანხებს, თუ ისარგებლებს ჩვენი სააგენტოს მომსახურებით.


Jobs-Recruiting - რეკრუტინგის სააგენტოში, ჩვენ ვახდენთ პოტენციური კადრების შერჩევას (გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე) და უზრუნველვყოფთ მათ მომზადებას სპეციალიზებული ტრენინგ-პროგრამებით (სრულიად უფასოდ) - შემდეგი სპეციალობებით:


1)    გაყიდვების აგენტი (გაყიდვების მენეჯერი);
2)    სატელეფონო ოპერატორი;
3)    მერჩენდაიზერი;
4)    სავაჭრო კონსულტანტი / პრომო-აგენტი;
5)    სამედიცინო წარმომადგენელი;

6) სავაჭრო წარმომადგენელი (დისტრიბუტორი)

7) კოპირაიტერი


პრაქტიკულად, დამსაქმებელი-კომპანია არჩევს უკვე მომზადებული კადრებისაგან  სასურველ და საუკეთესო კანდიდატს.


მოგვმართეთ და მიიღეთ თქვენს სამსახურში, მხოლოდ პროფესიონალურად მომზადებული კადრები.


თქვენ მიიღებთ იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე გაქვთ მოლოდინი!

სამსახურის მაძიებლებს:
- ეს თქვენი შანსია, არა მხოლოდ მიიღოთ სამსახური, არამედ სამომავლოდ შეიძინოთ პრაქტიკული სპეციალობა!


ჩვენ გაგიწევთ მხარდაჭერას და დახმარებას იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ ღირსეული სამსახური!


ჩვენი უპირატესობები!


ჩვენს საინფორმაციო ბაზაში წარმოდგენილია უკვე მომზადებული (სპეციალური ტრენინგ-პროგრამებით) და ტესტირებული სპეციალისტები. თქვენ მხოლოდ არჩევთ საუკეთესოებს!


კანდიდატების შერჩევის და მომზადების პროცესი.


გაყიდვების აგენტების (მენეჯერების)
შერჩევის პროცესი - მიმდინარეობს კანდიდატების შემდეგი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით:


- კომუნიკაციის უნარი - მიზანდასახულობა - ინიციატივა - დაჟინებულობა - ჯანსაღი ამბიციურობა - გუნდში მუშაობის უნარი - ენერგიულობა.


მომზადების პროცესი:


გაყიდვების აგენტების მომზადების პროგრამა (ტრენინგი) ეფუძნება ტორონტო-ს (კანადა) ბიზნეს-სკოლის „კომერციის სპეციალისტის“ მომზადების პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს  გაყიდვების “SPIN-მეთოდი“-ს გამოყენებას, რომელსაც წარმატებით იყენებენ აშშ-ის და ევროპის წამყვანი კომპანიები.


სატელეფონო ოპერატორების
შერჩევის პროცესი - მიმდინარეობს შემდეგი უნარ-ჩვევების კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- მეტყველება - კომუნიკაბელურობა - შემსრულებლობა - დისციპლინირებულობა - პასუხისმგებლობა - ყურადღებიანობა - მოტივაცია.


მომზადების პროცესი:
სატელეფონო ოპერატორების ტრენინგის სახით მომზადება მიმდინარეობს „სატელეფონო სერვისის“ ევროპული სტანდარტებზე დაყრდნობით და სპეციალიზებული „სატელეფონო Service+ - ის“ პროგრამით.


ტრენინგების გავლის შემდგომ ეტაპზე ტარდება ტესტირება, შესაბამისი შეფასების შკალის გამოყენებით.


მერჩენდაიზერების
შერჩევის პროცესი - მერჩენდაიზერების პოზიციაზე შერჩევა მიმდინარეობს შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
- შრომისმოყვარეობა - ყურადღებიანობა - გულმოდგინეობა - აკურატულობა - პასუხისმგებლობა - მოტივაცია - ანალიტიკური აზროვნება.


მომზადების პროცესი:
მერჩენდაიზერების მომზადების ტრენინგის პროგრამა ითვალისწინებს, როგორც მერჩენდაიზინგის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების, ისე მერჩენდაიზინგის მდგომარეობის ანალიტიკას და დიაგნოსტიკის მეთოდების შესწავლას.


მომავალი მერჩენდაიზერები სწავლობენ არა მხოლოდ ე.წ. „ვიზუალური მერჩენდაიზინგის“ პრინციპებს, არამედ „მერჩენდაიზინგის აუდიტის“ ჩატარების წესებს.


სავაჭრო ქსელის კონსულტანტების
შერჩევის პროცესი - კრიტერიუმები:
- პოზიტიურობა - კომუნიკაბელურობა - აქტიურობა - შრომისმოყვარეობა - მოტივაცია.
მომზადების პროცესი:


კონსულტანტების მომზადების პროგრამა აგებულია “Service+”-ის მომსახურების სტანდარტებზე და ითვალისწინებს კლიენტურის (მომხმარებლების) მომსახურების უნივერსალური სტანდარტების შესწავლას.

სამედიცინო წარმომადგენელი

სამედიცინო განათლების მქონე პირები

მომზადების მეთოდიკა:

- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარჩვების ათვისება;

- გაყიდვების SPIN - მეთოდის ათვისება;

- პრეპარატების პრეზენტაციის წარმართვის სპეციალური მეთოდის ათვისება;

ჩვენი უნიკალურობა

44ttt.jpg
bottom of page